www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე, თბილისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** კომუნალური გადახდების განხორციელება;
** დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
** კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ან LinkedIn - ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე vacancy@mbc.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru