www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ვან სმარტ სტარი
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"One Smart Star - Georgia" (www.ossn.ge) არის საერთაშორისო საკომუნიკაციო კომპანია "One Smart Star International"-ის (www.onesmartstar.com) ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ახალი თაობის, ინოვაციურ საკომუნიკაციო პროდუქტს - ფიფქიან ნომერს და მასზე მიბმულ საკომუნიკაციო აპლიკაციას სმარტფონებისათვის (Star Phone). ფიფქიანი ნომრები გამოიყენება დიდი და საშუალო ზომის კომპანიების ქოლ ცენტრებისა და ცხელი ხაზებისათვის. საქართველოში ფიფქიანი ნომრით უკვე სარგებლობენ მსხვილი ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი ბრენდები და სხვა დიდი კორპორაციები.

"ო.ს.ს. ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური კლიენტების გამოვლენა (ბაზრის მუდმივი მონიტორინგისა და კვლევის საშუალებით);
** პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პრეზენტაციების დაგეგმვა და შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** არსებულ კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
** კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული კლიენტების კონსულტირება და დახმარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის სფეროში);
** კორპორატიული გაყიდვების პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია საკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office);
** ოფიციალურ დოკუმენტების (მათ შორის შეთავაზებების) მაღალი სტანდარტით მომზადების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** მარკეტინგული კომუნიკაციების ცოდნა
** პრეზენტაციის ეფექტურად მომზადებისა და ჩატარების უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** ორგანიზებულობა და ოპერატიულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე გათვალისწინებულია როგორც ფიქსირებული, ასევე პრემიალური (ბონუსური) სახელფასო ანაზღაურება.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ელ. მისამართზე: jobs_ossgeorgia@aol.com 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით; სათაურის ველში მიუთითეთ "Senior Corporate Sales Specialist".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru