www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი პროექტების მართვაში
მომწოდებელი: IPMA Georgia
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

"IPMA Georgia" წარმოადგენს "IPMA.world" ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. "IPMA" (International Project Management Association) მსოფლიოს 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1967 წლიდან მუშაობს პროექტების მართვის პროფესიის განვითარებაზე.

პროექტების მართვა - სრული ტრენინგ კურსი (30 საათი)
მიიღეთ საერთაშორისოდ აღიარებული, ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსი განკუთვნილია მოქმედი და დამწყები პროექტის მენეჯერებისთვის და მათთვის, ვინც ჩართულია ანდა მართავს სხვადასხვა სიდიდის და კომპლექსურობის პროექტებს.

კურსი აგებულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე, მიუყვება IPMA ICB 4.0 და PMBOK 6th მეთოდოლოგიას. ძირითადი გეგმების შედგენა და პროცესების მართვა ისწავლება როგორც სტანდარტული მეთოდოლოგიით (MS Word და Excel), ასევე MS Project 2016-ში.

კურსს გაუძღვება ნინო გორგაძე, პროფესიონალი პროექტების მენეჯერი (PMP), 15 წლიანი გამოცდილებით პროექტების მართვაში, ჯორჯ ვაშინგტონის ბიზნეს სკოლის მაგისტრი პროექტების მართვაში. IPMA Georgia აღმასრულებელი დირექტორი. https://www.linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36

ხანგრძლივობა: 5 კვირა, 9 შეხვედრა, ჯამში 30 საათი. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 3-3:30 საათი.
განრიგი: სამშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-22:00/22:30, ტრენინგი იწყება 26 თებერვალს.
ტრენინგის საფასური 550 ლარი (შესაძლებელია გადახდა ორ ნაწილად: 50% ტრენინგის დაწყებამდე, ხოლო 50% დაწყებიდან 2 კვირის ვადაში).
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, დ. გურამიშვილის 74 (მეტრო გურამიშვილთან)

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ლინკი: https://docs.google.com/forms/d/1bNfydw0EeQZ5yUMtLPub1pzeSz3VZXFxcwuIocQ0JW4/edit

ორგანიზაციის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.gpma.ge | https://www.facebook.com/georgiapma/

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: ninogorgadze@gmail.com
ტელ: 577592626

ტრენინგის თემატიკა:

** შესავალი პროექტის მართვაში - ძირითადი ტერმინოლოგია, პროცესები და სასიცოცხლო ციკლი, პროექტის შეზღუდვები.
** ინიცირება - პროექტის სწორი დასაწყისი და ინიცირების დოკუმენტაციის შედგენა
** პროექტის შინაარსი - პროექტის შინაარსის, სამუშაოს აღწერილობის და სამუშაოთა დანაწილების სტრუქტურის (WBS) მომზადება (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
** პროექტის განრიგი - განტის ჩარტის (Gantt Chart) და ქსელური დიაგრამის მომზადება (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
** რესურსები და ხარჯები: ადამიანური და მატერიალური რესურსების შეფასება, ხარჯის ბაზისის და ბიუჯეტის შედგენა (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
** სტეიკჰოლდერები და კომუნიკაციის მართვა - სტეიკჰოლდერების რეესტრის და მატრიცის შედგენა; კომუნიკაციის გეგმის შედგენა
** რისკების მართვა - რისკების მართვის მატრიცის და გეგმის შედგენა (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)
** გუნდის მართვა - პროექტის გუნდის ფორმირება, განვითარების ეტაპები, მოტივაცია და ლიდერობა. ადამიანური რესურსის მართვის გეგმის ფორმირება
** პროექტის იმპლემენტაცია, მონიტორინგი და კონტროლი, ცვლილებების მართვა, დახურვა. (სტანდარტულ ტემპლეიტებსა და MS Project-ში)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru