www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full stack პროგრამისტი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 1 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" (http://www.agh.ge) აცხადებს ვაკანსიას Full stack პროგრამისტის თანამდებობაზე.

სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" (http://www.agh.ge) დაარსდა 2005 წელს, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. კომპანია მართავს ფინანსურ სფეროში დივერსიფიცირებულ შვილობილ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში მოღვაწეობენ - ლიზინგი, ქონების შეფასება და მართვა, ფინანსური კონსულტაცია, ენერგეტიკა, ბიზნეს ინფორმაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

IT დეპარტამენტი, ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს ბიზნეს საქმიანობაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ქსელის მართვას, ვებ გვერდების დიზაინსა და სხვადასხვა სახის აი-თი მომსახურებას სთავაზობს. მოკლე დროში, აი-თი კომპანიამ განახორციელა სამი მასშტაბური პროექტი: უნიკალური პროგრამა უძრავ-მოძრავი ქონების შესაფასებლად, რომელსაც ბაზრის წამყვანი კომპანია იყენებს, ქონების მართვისა და შეფასების კუთხით; უნივერსალური მონაცემთა ბაზა - ბიზნეს ინფორმაციის კატალოგი და ინოვაციური პორტალი, რომელსაც საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები იყენებენ სხვადასხვა დარგში.

დასაქმების თარიღი: 25 თებერვალი 2019 წელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმატიკის ან მათემატიკის განხრით;
მაღალი პროფესიონალიზმი;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
HTM, SQL Server, CSS და JavaScript მაღალ დონეზე ცოდნა;
პრიორიტეტი მიენიჭება Angular და Core ცოდნას;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
Visual Studio და SSMS მაღალ დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროგრამული პროექტების გარჩევა, გაანალიზება და ცვლილებების განხორციელება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შექმნა და დანერგვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება;
** მიღებული დავალებების გაანალიზება და გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიება;

პიროვნული თვისებები და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მაღალი სამუშაო დისციპლინა, განსაზღვრულ პერიოდში დაკისრებული სამუშაოს შესრულება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ინიციატორი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

სამუშაოს გრაფიკი:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (1-საათიანი შესვენებით).

სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ-მისამართზე: recruitment@agh.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Full stack დეველოპერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი 2019 წელი.

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru