www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები. კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული მიზნის და ამოცანების შესაბამისად, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევის ორგანიზების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების დინამიკის ანალიზი, საბაზრო ტენდენციის შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** პრეზენტაციების, ბანერების დიზაინის და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და ანალიზი;
** PR -ის საჭიროებიდან გამომდინარე პრომო მასალის დიზაინი-ბეჭდვა-მომზადება-მიწოდების უზრუნველყოფა;
** საიმიჯო საქმიანობების, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სოციალური მედიის ადმინისტრირება, ვებ-გვერდის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - (სასურველია PR, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი
** კრეატიული აზროვნების უნარი;

ანალიზის უნარ ჩვევები:

** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციების ჩატარების უნარი
** დროის სწორად მართვის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი, სიტუაციაში სწრაფად გარკვევის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას

დამატებითი დეტალები:

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30;
ხელფასი: 1000 ლარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru