www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მამასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

"სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია" აცხადებს ვაკანსიას მამასახლისის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: დასუფთავების სამსახური

ძირითადი მოვალეობები:

** ჭუჭყიანი თეთრეულის ჩამოტანა, დახარისხება, გასარეცხად გაშვება
** სუფთა თეთრეულის მიღება, დახარისხება და სართულებზე განაწილება
** პროექტების შესრულება - ხალიჩების რეცხვა, იატაკის გაპრიალება და ა.შ.
** საზოგადოებრივი ადგილების დალაგება (ვესტიბიული, Front office, ბარები, ოფისები, რესტორნები, საზოგადოებრივი ტუალეტები, მთავარი შესასვლელი, გარე ტერიტორიები)
** ჩამოთვლილი ტერიტორიების პერიოდულად გენერალური დალაგება
** ზედამხედველობს სხვა მოვალეობებსაც, რომელსაც ღებულობს მენეჯერისგან
** ამ მოვალეობების შესრულებისას უნდა იქონიოთ კარგი ურთიერთობა, როგორც თქვენს ზედამხედველთან და განყოფილების უფროსთან, ასევე სხვა ზედამხედველებთან.
** ვესტიბიული ყოველთვის უნდა იყოს სუფთა
** კონკრეტული ცხრილის მიხედვით დალაგდეს რესტორნები, ბარები და შეკრების დარბაზები
** დალაგდეს ოფისები, Front office
** დალაგდეს ტერასები
** ყოველთვის სუფთა იყოს მთავარი შესასვლელი და გარე ტერიტორიები
** ყოველთვის იქონიეთ კარგი ურთიერთობა თქვენს კოლეგებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა
** როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდური მუშაობის უნარი
** პროდუქტიულობა, მეგობრული განწყობის შენარჩუნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** არსებული სამუშაოს შესრულება
** უნდა იყოს მეგობრული, ეთიკური, მშრომელი ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანების მომსახურება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.tbilisi@radissonblu.com 04 მარტამდე. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru