www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: რეფიქსი
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** არსებული ქსელის მართვა;
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
** პოკეტში მუშაობა;
** სალარო აპარატთან მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 23-დან 35 წლამდე
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სქესი: მამრობითი
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა, ისთ ფოინთის მიმდებარედ;
** კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილს, საწვავს, მობილურ კავშირს.

კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge და ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია - "პრისელერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru