www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HVAC პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმა
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

უკვე 20 წელია კომპანია "თერმა" გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობს და იგი ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა HVAC ბაზარზე. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

კომპანია "თერმა" აცხადებს ვაკანსიას HVAC პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან ზემოთ კვალიფიკაციიდან გამომდინარე (+ საბონუსე ანაზღაურება პროექტების მიხედვით).
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** HVAC პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი) კონდიცირების, გათბობის, ვენტილაციის, სანტექნიკის, კანალიზაციის მიმართულებით;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** ფიზიკა-მათემატიკის საფუძვლების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** აზომვითი სამუშაოების განხორციელება;
** ფორმა 2, განფასება, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების მომზადება;
** პროექტის ბიუჯეტირების დაგეგმვა და მართვა(გათბობა-გაგრილების სისტემების სფეროში);
** ობიექტის პირადი ნახვა-შეფასება.
** პროექტის ნახაზის მომზადების უზრუნველყოფა პროექტანტის დახმარებით;
** პროექტის შესრულები განმავლობაში სამუშაოს კონტროლი.
** პროექტისთვის საჭირო მასალების შერჩევა-მომწოდებლებთან მოლაპარაკება, შესყიდვა და მათი დროული მიწოდების კონტროლი.
** პროექტის ხარისხიანი და ვადებში შესრულების კონტროლი.
** კონკრეტულ ობიექტზე ხელშეკრულებისა და მიღება ჩაბარების აქტის ხელმოწერის უზრუნველყოფა.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "HVAC პროექტის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.
გისურვებთ წარმატებებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru