www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის დამლაგებელი
მომწოდებელი: თერმა
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

უკვე 20 წელია კომპანია "თერმა" გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობს და იგი ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა HVAC ბაზარზე. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

კომპანია "თერმა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი).

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში დასუფთავება.
** ოთახების და სველი წერილების დასუფთავება.
** სისუფთავის დაცვა და მუდმივი კონტროლი.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება ოფისის დამლაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

გისურვებთ წარმატებებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru