www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR და მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას PR და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიის PR და მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
** წლის PR-ის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
** პრესრელიზეების, სტატიების და სიტყვის (Speech) მომზადება;
** კომპანიაში არსებული სიახლეების და მიმდინარე ღონისძიებების მედიაში სწორი გაშუქება და მუდმივი კონტროლი (მედია მონიტორინგი);
** ჟურნალ-გაზეთებში, საიმიჯო სტატიების შეკვეთა, შექმნა, განთავსება - პრესის მიერ განთავსებული სტატიების კონტროლი;
** აღნიშნული აქტივობების, მედიაში გაშუქების უზრუნველყოფა;
** შესრულებული აქტივობების ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
** კომპანიის ვებგვერდზე და სოციალური ქსელში ინფორმაციის განთავსებაზე ზრუნვა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგის/PR/მედიის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge; ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru