www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი ეელი
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

სასურსათო მაღაზიათა ქსელი "ეელი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე (დღის ცვლა/ღამის ცვლა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სალაროს ზონის შევსება პროდუქციით;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი;

2. კონსულტანტი (დღის ცვლა/ღამის ცვლა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია მოვალეობები:

** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** პროდუქციის აღწერის პროცესში მონაწილეობა;

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი;

მაღაზიის მისამართი: სანზონა, გუდამაყრის ქ. N 4;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eeli.group@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 5 93 11 01 41.

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ანაზღაურების შესახებ საკითხები განხილული იქნება გასაუბრებაზე.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru