www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემო კარგოს ქარხანა
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

სიახლე "ორიგინალი ჯგუფისგან" - ჩვენი ქსელი დღითიდღე ფართოვდება, იხსნება  ახალი მასშტაბური ობიექტი ბელიაშვილის ქუჩაზე  - "ჩემო კარგოს ქარხანა". "ჩემო კარგოს ქარხანა" იქნება მაღალი სტანდარტების მქონე რესტორანი თავის ლუდსახარშით, რესტორნის  სხვადასხვა სართულზე განთავსდება განსხვავებული კატეგორიის დარბაზები.

რესტორანი "ჩემო კარგოს ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე ფიქსირებული თანხა + % ნავაჭრიდან. თანხა მერყეობს 1500-დან 2500 ლარამდე.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-40 წელი
** განათლება: უმაღლესი
** ხარისხი: ბაკალავრი/მაგისტრი
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი სხვადასხვა სახის ტრეინინგები F&B მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მაღალბრუნვიან ქართულ რესტორანში, მენეჯერის თანამდებობაზე.

სავალდებულოა უცხო ენების ფლობა: ინგლისური, რუსული.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, მოწესრიგებული, აქტიური, ორგანიზებული, ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სერვის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

კადრების დატრეინინგება - სერვისის (მომსახურების) ტრეინინგების ჩატარება - როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი; მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური და შეაფასოს მასზე დაქვემდებარებული კადრები; შეფ-მზარეულთან ერთად დიდი ღონისძიებების დროს უნდა შეადგინოს მენიუ; უზრუნველყოს ჯავშნების ორგანიზება; უზრუნველყოს მუსიკალური პროგრამის მონიტორინგი; მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების განვითარებაში; აწარმოოს ობიექტის შემოვლა დღეში რამდენჯერმე.

ზემოაღნიშნულ ობიექტს ეყოლება რამდენიმე მენეჯერი.

თუ თქვენ ხართ მოტივირებული, მიზანდასახული და თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს დიდ გუნდს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: originaligroup.hr@gmail.com  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სერვის მენეჯერი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru