www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ-პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: იტმს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

ვებ-პროექტების მენეჯერი

ვეძებთ ვებ-პროექტების მენეჯერს, რომელიც მზად არის შეეჭიდოს საინტერესო, საკმაოდ რთულ, კომპლექსურ, კომერციულად მომგებიან და პერსპექტიულ პროექტებს. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, როგორც ტექნიკური, ასევე მენეჯერული კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას.

სასურველია, გამოგვეხმაურონ მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროექტების მენეჯერები, რომლებსაც არაერთი ვებ-პროექტი აქვთ დასრულებული.

მოვალეობები:

** ვებ-საიტების შექმნის ეფექტიანი მენეჯმენტი (ვებ-საიტის პროექტის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა);
** პოტენციური დამკვეთებისთვის მიმზიდველი შეთავაზებების შექმნა;
** პოტენციური დამკვეთებისთვის ამა თუ იმ პროდუქტის ეფექტიანად შეთავაზება;
** ვებ-საიტის პროექტისთვის ტექნიკური დავალებების დაწერა;
** არატექნიკური ინფორმაციის გადაყვანა ტექნიკური ჯგუფისთვის მისაღებ ფორმატში;
** ვებ-საიტის შექმნის კონტროლი და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება;
** ვებ-საიტის მარკეტინგული და საპრომოციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ვებ-პროექტების მართვასა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 5 დასრულებული პროექტი (საშუალო სირთულის ვებ-საიტი ან ვებ-პორტალი);
** ვებ-საიტების აგებულების პრინციპების, სხვადასხვა server-side და client-side ტექნოლოგიების არსის ცოდნა;
** ვებ-საიტების სამართავ ინტერფეისებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი;
** კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული, მოწესრიგებული, პუნქტუალური, ყურადღებიანი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში;
სამუშაო გრაფიკი: სრული. დეტალები შეთანხმებით;
ანაზღაურება: შედგება სამი ნაწილისგან - ფიქსირებული, გაყიდვებიდან პროცენტი და პრემიალური (ბონუსი). თითოეული ნაწილი პროფესიონალი ვებ-პროექტების მენეჯერისთვის იქნება 600 ლარი და მეტი, ჯამში 1800 ლარი და მეტი;

გთხოვთ გამოგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ მეილზე: hr@itms.ge და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: "ვებ-პროექტების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru