www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰოსტესი/დამხვედრი
მომწოდებელი: ჩემო კარგოს ქარხანა
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

სიახლე "ორიგინალი ჯგუფისგან" - ჩვენი ქსელი დღითიდღე ფართოვდება, იხსნება ახალი მასშტაბური ობიექტი ბელიაშვილის ქუჩაზე - "ჩემო კარგოს ქარხანა". "ჩემო კარგოს ქარხანა" იქნება მაღალი სტანდარტების მქონე რესტორანი თავის ლუდსახარშით, რესტორნის  სხვადასხვა სართულზე განთავსდება განსხვავებული კატეგორიის დარბაზები.

რესტორანი "ჩემო კარგოს ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის (დამხვედრი) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
მის.: ბელიაშვილის ქ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 18-30 წელი 
** მუშაობის გამოცდილება ჰოსტესის/დამხვედრის ან მსგავს პოზიციაზე.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა
** სასიამოვნო გარეგნობა.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები,
** მოწესრიგებული, აქტიური, ორგანიზებული, სასიამოვნო გარეგნობის მქონე
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი. 

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოს სტუმრების დახვედრა დროულად;
** ჯავშნების კონტროლი და სტუმრების ინფორმირება დღის პროგრამის შესახებ;
** დარბაზიდან -დარბაზში გადაყვანის უზრუნველყოფა,შეთავაზების და გაყიდვების უზრუნველყოფაში მაქსიმალური ჩართვა;
** სტუმრების განაწილება რაოდენობის მიხედვით მაგიდებთან.

ჩვენ გთავაზობთ იდეალურ სამუშაო გარემოს. თუ თქვენ ხართ მოტივირებული, მიზანდასახული და თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს დიდ გუნდს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: originaligroup.hr@gmail.com  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ჰოსტესი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru