www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა;
** MS Office -ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
** სოციალური ქსელის და საიტის მეშვეობით მომხმარებელთან წერილობითი კომუნიკაცია;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru