www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center", აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა, საკუთარი ავტომობილი სასურველია;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** მოთხოვნის შესაბამისად  საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება/კომპანიის ინტერესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან და შეკვეთის ტრანსპორტირების კოორდინირება და განბაჟება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების წარმოება;
** ბაზრის შესწავლა, ფასების შედარება, ანალიზი და მუდმივი განახლება;
** ინვენტარიზაციის წარმოება შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად;
** საწყობის მონიტორინგი, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** შესყიდვების ანალიზი;
** კოორდინირებული მუშაობა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ  გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების აღმასრულებელი".

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru