www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჩემო კარგოს ქარხანა
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

სიახლე "ორიგინალი ჯგუფისგან" - ჩვენი ქსელი დღითიდღე ფართოვდება, იხსნება  ახალი მასშტაბური ობიექტი ბელიაშვილის ქუჩაზე  - "ჩემო კარგოს ქარხანა". "ჩემო კარგოს ქარხანა"  იქნება მაღალი სტანდარტების მქონე რესტორანი თავის ლუდსახარშით, რესტორნის  სხვადასხვა სართულზე განთავსდება განსხვავებული კატეგორიის დარბაზები.

რესტორანი "ჩემო კარგოს ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20
ანაზღაურება: მზარდი, მოჭრილი თანხა +% გაყიდვებიდან.
სამუშაო გრაფიკი: 9-10 საათიანი, კვირაში 1 დღე დასვენება. საღამოს ცვლას ემსახურება ობიექტის ტრანსპორტი.
კვება უზრუნველყოფილია კომპანიის ხარჯით.

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი/მამრობითი
** ასაკი: 18-35 წელი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** განათლება F&B მიმართულებით (ტრეინინგები) ჩაითვლება უპირატესობად;
** ყურადღებიანი/პოზიტიური; სასიამოვნო გარეგნობა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა - სავალდებულო. დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო აღწერა:

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** იღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს დროულ მომსახურებას;
** აცნობს სტუმრებს ყოველდღიურ სპეციალურ შეთავაზებებს;
** სტუმრებისთვის განმარტავს მენიუში არსებულ კერძებს, აღწერს ინგრედიენტებს და მომზადების მეთოდებს;
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და იღებს ზომებს პრობლემის გადასაჭრელად; (მენეჯერთან კოორდინაციის საშუალებით);
** სტუმრების საჩივარს ატყობინებს რესტორნის მენეჯერს;
** ამზადებს მაგიდებს, აწყობს ჭიქებს, თეფშებს და ა.შ.
** აცილებს სტუმრებს შესაბამის მაგიდამდე;
** ამზადებს ანგარიშს (დეტალური/ჯამური)
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა.

ჩვენ გთავაზობთ იდეალურ სამუშაო გარემოს. თუ თქვენ ხართ მოტივირებული, მიზანდასახული და თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს დიდ გუნდს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: originaligroup.hr@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მიმტანი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru