www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: დღის და ღამის ცვლა;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** MS Office - ის კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სატელეფონო ცენტრის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru