სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე.
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
** გაუწიოს კოორდინირება სადაზღვევო აგენტების მუშაობასა და პროფესიულ ზრდას;
** გააკონტროლოს სადაზღვევო აგენტების დისციპლინა და კომპანიაში დადგენილი ყველა შინაგანაწესის დაცვა;
** მუდმივად გაზარდოს ჯგუფის პორტფელი;
** იზრუნოს მის ჯგუფში სადაზღვევო აგენტების რაოდენობრივ ზრდაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სააგენტო ქსელის კოორდინატორი".
სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.