www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: კოალიცია თანასწორობისთვის
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"კოალიცია თანასწორობისთვის" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

"კოალიცია თანასწორობისთვის" არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", კავშირი "საფარი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)" და "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)."

სამუშაოს ხასიათი: ნახევარი განაკვეთი.

სამუშაოს აღწერა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხისმგებელია კოალიციისა მუშაობის ცნობადობის გაზრდაზე აქტიური სოციალური კამპანიების დაგეგმვის გზით; კოორდინაციას უწევს კოალიციის ვებ-გვერდის განახლების პროცესს; ხელმძღვანელობს ინფოგრაფიკებისა და ვიზუალური მასალის მომზადებას; მართავს კოალიციის სოციალურ მედიას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის უფლება-მოვალეობები:

** კოალიციის ეფექტური ადვოკატირების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** კოალიციის ვებ-გვერდის განახლების ხელმძღვანელობა;
** კოალიციის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
** ონლაინ პროდუქტებისა და პრომო მასალის მომზადების ხელმძღვანელობა;
** კოალიციის ბენეფიციარებზე საინტერესო სტატიების მომზადება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება;
** კოალიციის ღონისძიებების მენეჯმენტი/ჩატარებული ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღება;
** მედიასთან ურთიერთობა;
** კოალიციის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/კომპეტენცია:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
** სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.
** კოალიციის სამიზნე აუდიტორიის მიმართ მგრძნობელობა და მათთან საკომუნიკაციო სტრატეგიების ცოდნა;
** მედია საშუალებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** CV;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** სამოტივაციო წერილი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.baghashvili@gyla.ge 2019 წლის 20 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.

საკონტაქტო პირი: ნინო ბაღაშვილი
ტელ: 2 93 61 01 (137)
ელ-ფოსტა: n.baghashvili@gyla.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru