www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრობისა და BMS-ის უფროსი ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

UGT აცხადებს ვაკანსიას ელექტრობისა და BMS-ის უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.

თუ ხარ ელექტრო-ინჟინერი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და სურს იმუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად, ეს ვაკანსია შენთვის არის.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრობის, სახანძრო სისტემების, სიგნალიზაციის, სათვალთვალო სისტემებისა და ზოგადად BMS პროექტირება, განფასება და მიმდინარე პროექტების შესრულების ზედამხედველობა;
** ელექტრო და BMS სისტემებში სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
** ელექტრობისა და BMS-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრო სისტემებში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ელექტრობის სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ელექტრობის ნახაზების დაპროექტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი, ვერბალური);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** CAD software, 3D cad software (3dMAX) ცოდნა;
** ელექტრობის ევროპული სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge არაუგვიანეს 4 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ: "ელექტრობისა და BMS-ის უფროსი ინჟინერი"

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

UGT გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru