www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრობისა და BMS-ის უმცროსი ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 4 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

UGT ელექტრობისა და BMS-ის უმცროსი ინჟინრის ვაკანტურ პოზიციაზე ეძებს ახალგაზრდა მოტივირებულ ელექტრო-ინჟინერს, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და სურს განვითარდეს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრობის, სახანძრო სისტემების, სიგნალიზაციის, სათვალთვალო სისტემებისა და ზოგადად BMS პროექტირება, განფასება და მიმდინარე პროექტების შესრულების ზედამხედველობა;
** კლიენტებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ელექტრო და BMS სისტემებში სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
** ელექტრობისა და BMS-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ელექტრობის სისტემების მინიმალური ცოდნა;
** ელექტრობის ნახაზების წაკითხვა/გარჩევა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი, ვერბალური);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია CAD software, 3D cad software (3dMAX, Rhino) ცოდნა;
** სასურველია ელექტრობის ევროპული სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ელექტრო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ტექნიკური აზროვნება;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge არაუგვიანეს 4 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ: "ელექტრობისა და BMS-ის უმცროსი ინჟინერი"

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

UGT გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru