www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: კვირაში 3 მორიგეობა, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე.
ანაზღაურება: 600 ლარი (ნეტი)

მოვალეობები:

** რეალიზაციის (უკან დაბრუნებების, შეკვეთების) დოკუმენტების გამოწერა და კონტროლი;
** საგადასახადო ა/ფ გამოწერა და კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრის ასისტენტად ან ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** 1C პროგრამის ცოდნა (აუცილებელი);
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 28 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru