www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური კონტროლიორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** დანახარჯების კონტროლი, ზენორმატიული ხარჯების გამოვლენა და გადახრების ანალიზი;
** რეალიზაციის და ლოჯისტიკის ყოველკვირეულ და ყოველთვიურ რეპორტინგში მონაწილეობის მიღება;
** წლის და თვის ბიუჯეტების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ყოველკვირეული კონტროლი;
** მიმდინარე მარაგების დონის ანალიზი სახეობების მიხედვით და კონტროლი;
** წლის ეკონომიის გეგმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების კუთხით;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა).

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 28 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსური კონტროლიორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru