www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 108 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა;
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური, საბუღალტრო ან ეკონომიკური განხრით)
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
** მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "შეკვეთების ოპერატორი",  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: www.clean-house.ge

ვიცხოვროთ "სუფთა სახლში"!

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru