www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იდეების კონკურსი
მომწოდებელი: ორბელიანი საქართველო
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო" აცხადებს იდეების კონკურსს თემისთვის სასიკეთო ცვლილებების მიმართულებით ქვემო ქართლის რეგიონში.

იდეის განხორციელების ადგილია შემდეგი სოფლები: სადახლო, მალაოღლუ, ხულდარა, ალგეთი, ტაზაკენდი, აზიკენდი, ნახიდური, ფარიზი, კოლაგარი, ხიდისყური.

რა ტიპის იდეებს ვაფინანსებთ ? - ნებისმიერ სოციალურ ინიციატივას, რომელიც პასუხობს სოფლის საჭიროებას და შეუძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა.

იდეის ბიუჯეტი: 800 აშშ დოლარი

მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო ინიციატივები იყოს სათემო საჭიროებებზე დაფუძნებული და მის განხორციელებაში იღებდეს მონაწილეობას მოხალისეთა გუნდი.

იდეის განხორციელებაში ჩართულნი უნდა იყვნენ 16-დან 25-წლამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. სულ გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული იდეა. გამარჯვებული ინიციატივის გუნდის წევრები გაივლიან სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ტრენინგს, შეხვდებიან სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს მონაწილეების სამოქალაქო აქტივიზმის უნარების, განათლების და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 თებერვალი

განცხადებების მიღეება შესაძლებელია აზერბაიჯანულ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პლატფორმას: app.orbeliani.net

იდეის წარდგენა მარტივი განცხადების ფორმის შევსებით, ინტერნეტ პლატფორმის (app.orbeliani.net) საშუალებით შეგიძლიათ. თქვენი ამოცანაა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს:

** რა გინდათ შეცვალოთ საზოგადოებისთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
** როგორ მიაღწევთ ამ ცვლილებას და ვის მოუტანს სარგებელს?
** რამდენად მდგრადია მოსალოდნელი შედეგი და რა ბედი ელის მოთხოვნილ ნივთებს?
** რამდენად თანაბრად არიან ჩართულნი ქალები/გოგონები და კაცები/ვაჟები განხორციელებაში და ისარგებლებენ თუ არა თანაბარად?

აქვე უნდა მიუთითოთ ნივთი/ნივთები, რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ. წარმოდგენილ განაცხადს მოწვეული მიმომხილველები განიხილავენ, რაც თქვენი ინიციატივის ობიექტურ შეფასებას უზრუნველყოფს. გამარჯვების შემთხვევაში იდეის ავტორს განხორციელებისთვის საჭირო ნივთი/ნივთები გადაეცემა ან სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება.
იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. "ორბელიანი" არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი Facebook გვერდის მეშვეობით. მოგვძებნეთ OrbelianiGeorgia - https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს: nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ Facebook გვერდის მეშვეობით.

იდეების კონკურსი მიმდინარეობს პროგრამის "მე ვმოქმედებ, მე ვერთვები, მე მივეკუთვნების" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პლატფორმას: https://app.orbeliani.net/en/visitor/

იდეის ასატვირთად, შეგიძლიათ შეხვიდეთ პირდაპირ ბმულზე:
https://app.orbeliani.net/ka/initiatives/add/?theme=dutchembassy-ibelong



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru