შპს "Power&Beauty" (follow us on Facebook: profbeauty.ge), რომელიც გახლავთ პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდების: Moroccanoil, Revlon Professional, CND, Orly, Lakme, Janssen Cosmetics, Selective Professional, Gehwol, Kryolan, American Crew, Olaplex, Divaderme, Curaprox, Swissdent, Denman-ის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს კონკურსს სავაჭრო აგენტის პოზიციაზე სტომატოლოგიური კლინიკების მიმართულებით.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ქალაქის სტომატოლოგიურ კლინიკებში პროფესიონალური, მაღალი ხარისხის, პირის ღრუს ბრენდების დისტრიბუცია
** არსებული გაყიდვების არხების (სტომატოლოგიური კლინიკების) მუშაობის კონტროლი
** გაყიდვების ახალი არხების (სტომატოლოგიური კლინიკების) მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ავტომობილის მართვის უნარი ან სურვილი/შესაძლებლობა დაეუფლოს მას.
** სასურველი და არა აუცილებელი - სამედიცინო განათლების ქონა.
საჭირო თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა
** წარმატებაზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა
** კლიენტებთან მუშაობის უნარი
** პირის ღრუს მოვლის პროდუქციით დაინტერესებულობა
აგენტი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ავტომობილით და საწვავით
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Nino.kakulia@gmail.com და მიუთითეთ თემა "Sales Agent_Dental".