www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000275
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
კატეგორია: შესყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი შესყიდვების ან მომარაგების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** შესყიდვების გეგმის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა;
** შესყიდვის ობიექტთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ფასების, მახასიათებლებისა და მომწოდებლების დონეზე;
** სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან ინფორმაციის მიღება კონკრეტულ შესყიდვის ობიექტზე, პერიოდსა და ბიუჯეტზე;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთანხმება მენეჯმენტთან;
** სამშენებლო-სარემონტო პროექტთან დაკავშირებული მომწოდებლების მოძიება, შესასყიდი მომსახურების/საქონლის ფასების დადგენა და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის წარმოება და წარდგენა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება მიწოდების პირობებზე, ფასზე, ხარისხზე, ვადებსა და გარანტიებზე;
** სისტემატური (საკანცელარიო, სამეურნეო და სხვ.) არაკომერციული შესყიდვების დროული და ხარისხიანი განხორციელება/კონტროლი;
** არაკომერციული შესყიდვების სტატისტიკის წარმოება;
** არაკომერციული შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება/ინსპექტირება;
** გრძელვადიანი არაკომერციული ხელშეკრულებების (იჯარა, მომსახურება) პირობების მონიტორინგი;
** დოკუმენტების მიუკერძოებლად და დადგენილი წესის მიხედვით მომზადება და დოკუმენტების შესანახად საჭირო პირობების შექმნა/დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი, შედეგების გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** გადარიცხვის მოთხოვნების წარმოება, კონტროლი, ანალიზი;
** გადახდების ბიუჯეტის შედგენა, ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია, ანალიზი;
** არაკომერციული საქონლის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, მომწოდებლების მოძიება, პირობების დადგენა, მოლაპარაკებების წარმოება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/275

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru