www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას (საგამოფენო დარბაზისთვის) გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.

მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
** გასცეს გაყიდული საქონელი;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru