www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ISO Consulting
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ISO Consulting" წარმოადგენს მზარდ, დინამიურ კომპანიას მეგობრული გუნდით და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს როგორც ტექნიკური, ასევე ბიზნეს უნარების მქონე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს. ამავდროულად, ჩვენი ორგანიზაცია არის ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd`s-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.isoconsulting.ge

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ჩვენს გუნდში მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანების გაერთიანებას და ამჯერად ვიწვევთ ახალ კურსდამთავრებულებს ან/და პროფესიონალებს სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

ანაზღაურების პირობები:

გამოსაცდელი ვადა - 1 თვე, ანაზღაურება 500 ლარი.

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება "ISO Consulting"-ში - ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად - 1 წლით.
ანაზღაურების პირობები გადაიხედება ორგანიზაციაში სრულ განაკვეთზე მუშაობის დაწყებიდან 1 წლის სტაჟის შემდეგ.

კანდიდატების შერჩევა:

კანდიდატების შერჩევა მოხდება მოკლე ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.

მოკლე ტესტი ჩატარდება შემდეგ საკითხებში:

** ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა)
** ქართული ენის ტესტი (გრამატიკა)
** უნარების ტესტი.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, რომელიც უკავშირდება სოციალური მედიის საქმიანობას;
** ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა).
** ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა.

სასურველია:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა სამოყვარულო დონეზე (Photoshop, Aftereffect, Premier ან სხვა მსგავსი პროგრამები).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სოციალური მედიის სპეციალისტი":

** რეზიუმე (CV)
** ლინკი, სადაც შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების დათვალიერება ან შეფასება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru