www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სტუდენტებისთვის სწავლის გრაფიკზე მორგებული სამუშაო განაკვეთი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში
** თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთობის უნარების განვითარებას
** პრეზენტაციის ჩატარების და საქმიანი მიმოწერის უნარების განვითარებას
** საინტერესო და პერსპექტიულ სამუშაოს

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** გაყიდვების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების და არხების იდენტიფიცირება
** მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროების დადგენა და მათთვის ოპტიმალური პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება. პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში
** კომპანიის ლოიალურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული განათლება
** სასურველია გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სხარტი აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Khgelovani1@gmail.com 4 მარტის ჩათვლით და subject-ში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი - საცალო გაყიდვების დეპარტამენტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru