www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მედიის შემსყიდველი
მომწოდებელი: Helix Nebula Capital
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედიის შემსყიდველის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** უზრუნველყოს სხვადასხვა ციფრულ სარეკლამო პლატფორმებზე რეკლამის განთავსება
** განსაზღვროს და აკონტროლოს სარეკლამო ბიუჯეტი და ROI
** შეიმუშავოს ეფექტური სარეკლამო სტრატეგია სხვადასხვა ნიშური პროდუქტის, პლატფორმის, რეგიონის და ქვეყნის სპეციფიკისთვის
** რეგულარული სტანდარტიზებული რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება ციფრული მედიის შესყიდვების მიმართულებით
** გამოცდილება ფეისბუქის სარეკლამო პლატფორმის და გუგლის სარეკლამო ქსელში რეკლამის განთავსების მიმართულებით (სხვა სარეკლამო ქსელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული
** ცვალებადი სამუშაო გარემოს მიმართ ადაპტირების შესაძლებლობა.

კომპანია გთავაზობთ ღირსეულ სახელფასო ანაზღაურებას 1500 ლარიდან და შედეგზე ორიენტირებულ კომპლექსურ საბონუსე სისტემას, საინტერესო, მაღალანაზღაურებად სფეროში ჩართვას, პირადი განვითარების და გამოცდილების მიღების უნიკალურ საშუალებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru