www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი - წილკანი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მეურნეობის მენეჯერის პოზიციაზე.

"Global Beer Georgia" (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", ლიმონათი "ბერიკა". ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: წილკანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე მეურნეობის განყოფილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მიმდინარე პროცესების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** მზა პროდუქციის, ნედლეულის, მარაგ-ნაწილებისა და სარეკლამო მასალების სასაწყობე მეურნეობების სამუშაო პროცესების დაგეგმარება და შემდგომი მონიტორინგი;
** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, მათი რაციონალური განთავსება (FIFO მეთოდის დაცვით), საჭირო მასალების მოძიება და გაცემის ეფექტური პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** საწყობებში საქონლის მიღება-დასაწყობება, გაცემისა და მარაგების სრული კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება-წარდგენა;
** კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ტექნიკის მონიტორინგი;
** სასაწყობე მეურნეობებში ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი;
** შესყიდვების განყოფილებასთან მჭიდრო კავშირი და მათი მონაცემებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
** ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** სერვისის გამწევ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** შესაბამისი სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა და შესრულება;
** მენეჯმენტისგან მიღებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაგეგმვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმე/CV-ს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru