www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი სამეცნიერო ნამუშევრების მიღებაზე
მომწოდებელი: საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

ჟურნალი "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომერში (2019 წლის ივნისი) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ:

"საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" არის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი (ჟურნალი განთავსებულია EBSCO საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მიმოხილვებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი:

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლის და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებს და სტუდენტებს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის:

თემატიკა:

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის, ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომელიც უკავშირდება:

** ადამიანის უფლებებს სისხლის სამართალში, კერძოდ კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვას სისხლის სამართლის პროცესში; სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობის ან/და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზებს და სხვა მომიჯნავე თემატიკას;
** საერთაშორისო სისხლის სამართალს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, მათ შორის, საქართველოს სიტუაციის გამოძიების თემატიკას;
** საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ან/და სხვა საერთაშორისო ან/და უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის სფეროში.

სტატიის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

** სტატია მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
** სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალი და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
** სტატიას თან უნდა ერთოდეს 150-200 სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
** რედაქტირების დროს, შესაძლებელია, სტატიების ზომის და შინაარსის კორექტირება;
** სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
** განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
** ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი თვისა;
** მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) 3 000-დან - 6 000 სიტყვის ფარგლებში; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევაში) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5სმ.
** სტატიის შერჩევის და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას, განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირება და პლაგიატი:

ჟურნალში განსათავსებელი ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქცია:

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru