www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.  

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული ენის გამოყენებით ახალი პროგრამის შექმნა/აწყობა;
** უკვე არსებულ ოფისებში კომპიუტერული ქსელის გამართვა და მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა და კონფიგურირება;
** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება;
** თანამშრომლებისათვის სხვადასხვა სახის IT კონსულტაციის გაწევა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება; (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით);
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა (აწყობა, შეკეთება, მომსახურების კუთხით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ძლიერი IT უნარები;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დაკვირვებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი;
** აზრის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი,
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** კონფიდენციალობის დაცვა;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@benefits.ge არაუგვიანეს 2019 წლის 7 მარტისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!  



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru