www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ქაღალდის პარკების დამამზად./გრავირ. დანადგარების შესყიდვაზე
მომწოდებელი: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

ააიპ "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" აცხადებს ტენდერს ქაღალდის პარკების დამამზადებელი და გრავირების (Split Design Laser Engraving Cutting Machine) დანადგარების შესყიდვის თაობაზე.

დანადგარების  მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:

1. გრავირების აპარატი:

აპარატმა უნდა შეძლოს არა-ლითონის მასალებზე გრავირება, როგორებიცაა: ქვა (დასამუშავებელი ქვის მინიმალური წონა 30 კგ ), აკრილი, ცელულოიდი, ხე, მდფ, ფანერი, ქსოვილი, ტყავი, პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, კაუჩუკი, შუშა და ა.შ.

2. ქაღალდის პარკების დამამზადებელი აპარატი:

მოთხოვნილი აპარატის საშუალებით უნდა შეიძლებოდეს შემდეგი ზომის პარკების დამზადება: ქაღალდის პარკის სიგანე: 120მმ-420 მმ; ქაღალდის პარკის სიმაღლე: 180 მმ - 600 მმ ; რულონის სიგანე: 260 მმ ; ქაღალდის როლერის მაქსიმალური დიამეტრი: 1000 მმ.

დაინტერესებულმა  მეწარმეებმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარმოადგინონ როგორც ცალკეულ დანადგარზე, ასევე ერთობლივად,  და უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:

** აპარატის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები;
** მისაწოდებელი აპარატების ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე (ქ. ოზურგეთი) ტრანსპორტირების ღირებულებაც;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** მიწოდების ვადა;
** საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
** სერვისული მომსახურების პირობები;
** საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო წინადადებები მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: gyrc.info@gmail.com

პრეტენდენტს, მყიდველის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე).

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტენდენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

ზვიად ერაძე
ტელ: 599 177519
ელფოსტა: zviaderadze@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru