www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: პორტა კავკასია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

სასტუმრო "პორტა კავკასია" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე მის ქართულ და ევროპულ რესტორნებში.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-40 წელი
** განათლება: უმაღლესი
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი სხვადასხვა სახის ტრეინინგები სერვისის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს სარესტორნე სფეროში (ქართული, ევროპული რესტორანი) მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს გამოცდილება მაღალბრუნვიან ქართულ რესტორანში, მენეჯერის თანამდებობაზე.
** სავალდებულოა უცხო ენების ფლობა: ინგლისური, რუსული.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, მოწესრიგებული, აქტიური, ორგანიზებული, ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სერვის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** კადრების დატრენინგება - სერვისის (მომსახურების) ტრეინინგების ჩატარება - როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი;
** მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური და შეაფასოს მასი დაქვემდებარებული კადრები;
** შეფ-მზარეულთან ერთად დიდი ღონისძიებების დროს უნდა შეადგინოს მენიუ;
** უზრუნველყოს ჯავშნების ორგანიზება;
** უზრუნველყოს მუსიკალური პროგრამის მონიტორინგი;
** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების განვითარებაში;
** აწარმოოს რესტორნების შემოვლა დღეში რამდენჯერმე.

დაექვემდებარება გენერალურ მენეჯერს.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: d.zarnadze@portacaucasia.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru