www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MACH & MACH
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"MACH & MACH" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft office)
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** გამართული მეტყველება
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

სხვა მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.
** ასაკი: 22-35 წ.

ანაზღაურება: 700-1200 ლარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrmachandmach@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru