www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: იფქლი 1
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

შპს "იფქლი-1" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დისტრიბუციის მუშაობის ორგანიზება და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
** დებიტორების კონტროლი და ვალების ამოღება;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სამოქმედო გეგმის მომზადება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 21დან 35 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება: არ არის სავალდებულო;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი კალოუბნის N34.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ipqli-1.ge და საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru