www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Swoop.ge
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"Swoop.ge"-ს ამბიციურ და ახალგაზრდულ გუნდში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.

შესასრულებელი სამუშაოები:

** კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** Email კამპანიების გაშვება შესაბამის მიზნობრივ სეგმენტებზე;
** SMS მარკეტინგი;
** Google Analytics-თან მუშაობა და ყოველთვიური ანალიტიკის წარმოება;
** ვებ-გვერდის სტრუქტურისა და კონტენტის მართვა კონტენტ მენეჯერებთან ერთად;
** ვებ-გვერდზე განსათავსებელი ბანერების დიზაინის სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის მონიტორინგი და შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების გატარება;
** სოციალურ ქსელებში და Google Ads-ის საშუალებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ეფექტურობის შეფასება და ოპტიმიზაცია;
** სოციალური გვერდების მართვის სტრატეგიის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი (Facebook, Instagram, YouTube);
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება დიზაინერთან ერთად;
** მომხმარებლების ქცევის ანალიზი, მომხმარებელთა ლოიალურობის სტრატეგიების შემუშავება და მონიტორინგი;
** Key Performance Indicator-ების გაზომვა და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დიგითალ მარკეტერის პოზიციაზე
** კარგად განვითარებული პროფესიული უნარები
** მკვეთრად გამოხატული შემოქმედებითი ხედვა
** პროექტის, გუნდისა და დროის მართვის უნარები
** Online & Discount Shop - მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** SEO და CRM სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო დღეები და საათები:

** ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 (ერთ საათი შესვენება)
** დასვენების დღეები და შვებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესის თანახმად

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნებში თქვენ დაგახასიათეთ, თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება - გამოგვიგზავნეთ რეზუმე ელ-ფოსტაზე: info@swoop.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru