www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეველოპერი, SuperFin-ის განახლების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული პროგრამული სისტემები
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" - https://www.gss.ge -1996 წლიდან კომპიუტერული პროგრამების სახით მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ ბიზნეს გადაწყვეტილებებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ მაღალი ხარისხის, მარტივად გამოყენებად და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ პროგრამულ პროდუქტებს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფინანსურ, იურიდიულ თუ ნებისმიერი საქმიანობის ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან.

ბაზარზე ჩვენს მიერ შექმნილი ძირითადი ინტერნეტ პლატფორმებია: https://my.gss.ge; https://retail.gss.ge; http://gsscode.ge" ასევე ფინანსურ/ეკონომიკურ სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი პროგრამული პროდუქტი SuperFin.

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" აცხადებს ვაკანსიებს დეველოპერის და "SuperFin" განახლების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის SuperFin მომხმარებლებისათვის განახლების მიწოდება
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** Unit Test-ების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** გამოცდილება ვებ დეველოპმენტში HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax);
** TypeScript პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
** პრაქტიკული ცოდნა - Nodejs
** SQL/NOSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური და პროფესიული ტერმინოლოგიის დონეზე
** დამატებით უპირატესობად ჩაითვლება "frontend framework"-ის ცოდნა (Angular).

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ამოცანის სწორად/გასაგებად გადმოცემის უნარი (ვერბალურად და წერილობით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე - t.paksashvili@gss.ge

კანდიდატების შერჩევის ბოლო ვადა 2019 წლის 24 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru