www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"Hotel Hub" არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში. "Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში. ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

ღია პოზიცია: კომუნიკაციის მენეჯერი

სამუშაოს აღწერილობა:

** საზღვარგარეთ კომპანიის მიმდინარე და პოტენციურ პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია ციფრული და სატელეკომუნიკაციო არხების საშუალებით;
** პარტნიორებისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კომპანიის შეთავაზების შესახებ;
** პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ფორმატში მოყვანა და შესაბამისი პირისთვის დელეგირება, ვინც უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას;

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 0-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულები;
** უპირატესობად ჩაითვლება სატელეფონო, ან ციფრული საშუალებებით განხორციელებული დისტანციური გაყიდვების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული;
** აქტიური და ენერგიული;
** სხარტი და მოტივირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მოთამაშე;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru