www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"საბვეის" ბრენდი აერთიანებს სწრაფი მომსახურების რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს მსოფლიოში. დღეისათვის "საბვეი" ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 45000 რესტორანს ითვლის. "საბვეი" მომხმარებელს სთავაზობს ახალი, ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი სენდვიჩების, სალათების, ორცხობილების ფართო არჩევანს და მომსახურების განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს. ყველა პროდუქტი მზადდება მომხმარებლის თვალწინ და უშუალოდ მისი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით. ამჟამად თბილისში "საბვეის" 8 რესტორანი ფუნქციონირებს.

"საბვეი"-ს "გალერია თბილისის" და "თბილისი მოლის" რესტორანი აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე.

სენდვიჩ არტისტები, რესტორნის მენეჯერის კოორდინაციით, ასრულებენ რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ყველა ფუნქციას ერთნაირად. რესტორანში არ ხდება სამუშაო ფუნქციების გრძელვადიანი გადანაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია/მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სენდვიჩების მომზადება;
** გაყიდული პროდუქციის სალაროს პროგრამაში გატარება;
** რესტორნის დასუფთავება და მოწესრიგება;
** რესტორნის სამუშაო ინვენტარის რეცხვა;
** პურის და ორცხობილების ცხობა;
** პროდუქტებისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება და დახარისხება;
** რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება.

საჭირო პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პატიოსნება;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ზრდილობა/თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მოქმედება.

აპლიკანტის სასურველი ასაკობრივი ზღვარი: 19-დან 35 წლამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საკუთარი რეზიუმე/CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: gelashvili.mariam@yahoo.com 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru