www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და განვითარების განყოფილებაში მონაცემთა (Data) ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქციები:

** რეპორტების შედგენა და შემდგომი ანალიზი
** მონაცემთა დამუშავება და Data Warehouse-ის შექმნა
** სხვადასხვა გარე და შიდა ანგარიშების მომზადება და ანალიზი მოთხოვნისამებრ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალიტიკის ან რეპორტინგის მიმართულებით
** 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** T-SQL-ის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე
** MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე
** მონაცემთა მოდელირების გამოცდილება
** BI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** ორგანიზებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2019 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru