სს "ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად.
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქვემო ქართლის წარმომადგენლობის მართვა;
** რეგიონის ქსელის განვითარებაზე ზრუნვა;
** სს "ოპპას" კუთვნილი ფეიბოქსების და სააგენტო ქსელის მუდმივი მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; (B1)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint) ცოდნა;
უნარები:
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 07.03.2019-ის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება და რეგიონი, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.