www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ორგანიზაცია - სსიპ - "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი
ადგილების რაოდენობა 1
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ფუნქციები:

** სამსახურის საქმიანობის მართვა, ორგანიზება და კონტროლი;
** სამსახურის ფუნქციების (ტექნოლოგიებისა და მომსახურების სტანდარტების განვითარება, მაცნეს ვებ. გვერდის განვითარება, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება) შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები მინიმალური განათლება უმაღლესი განათლება: სამუშაო გამოცდილება 3 წელი

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ";
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
** "კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N343 დადგენილება;
** `საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანება;
** "მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანება;
** "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Outlook
** Microsoft Office PowerPoint
** Corel
** Photoshop
** illustrator
** XHTML
** HTML
** CSS

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მარკეტინგის მიმართულებით საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში სამუშაოს სწრაფად და ეფექტიანად შესრულების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემების გადაჭრის გზების დამოუკიდებლად მოძებნის უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები (შესაბამისი დოკუმენტების შექმნის და გამართულად ფორმულირების შესაძლებლობა);
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ზეპირი დავალების შედეგად დააგროვებენ მაქსიმალური ქულის 70%-ს ან მეტს.

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ზეპირი დავალების შედეგად დააგროვებენ მაქსიმალური ქულის 70%-ს ან მეტს.

წარმოდგენილ ვაკანსიაზე განაცხადის მიღება წარმოებს მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით. გთხოვთ, გადადით ბმულზე:https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/53705?active=1



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru