www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო ბიზნესის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** საცალო ბიზნესის გაყიდვების რეპორტინგის გამართვა დახვეწა
** შედეგების ანალიზი, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეპორტინგის წარმართვა
** დაზღვევის პროგრამის პროცესების მონიტორინგი, პროცესების ხარვეზების იდენტიფიცირება ახალი დაკვეთის მომზადება
** ყველა სახის ანალიტიკის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** Excel-ის უმაღლეს დონეზე და PowerPoint-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პროაქტიულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საცალო ბიზნესის ანალიტიკოსი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru