www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების უმცროსი ანალიტიკოსი - წილკანი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"Global Beer Georgia" (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", ლიმონათი "ბერიკა" ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ლოკაცია: წილკანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის წლიური გაყიდვების ბიუჯეტის შედგენასა და თვიური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების მონაცემების მიხედვით შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების გეგმისა და დილერების ბონუს-გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტების ეფექტურობის ანალიზი;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა (საჭირო ინფორმაციის მოძიება-მიწოდება);
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;
** გაყიდვების დეპარტამენტის ხარჯების კონტროლი და სისტემური ასახვა;
** პროდუქციის ფასების ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
** დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების შესყიდვის პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის კუთვნილი აქტივების ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების დეპარტამენტის ხარჯების სისტემური ასახვის კონტროლი;
** დეპარტამენტის ინვესტიციების მომგებიანობის ანალიზში მონაწილეობა;
** გაყიდვების დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების პროგრამის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel მაღალ დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური და რაოდენობრივი ანალიზის უნარები;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზების და გუნდის მხარდაჭერის უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru