www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
Edit
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: სერვის1
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

შპს "სერვის1" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე - უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და სურს განვითარდეს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები: უსაფრთხოების სისტემების: სიგნალიზაციის, ვიდეო საკონტროლო, სახანძრო სიგნალიზაციის, დაშვების სისტემის გამართვა, მომსახურება. ზოგადად შენობის სუსტი დენების ქსელების მოწყობა: ელექტროობა, კომპიუტერული ქსელი, ტელეფონია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასურველია ტექნიკური განათლება;
** ელექტრობის სისტემების მინიმალური ცოდნა;
** ნახაზების წაკითხვა/გარჩევა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია CAD პროექტირების ცოდნა;
** სასურველია უსაფრთხოების სისტემების მოწყობაში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ტექნიკური აზროვნება;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: merab@service1.ge არაუგვიანეს 5 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ: "უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი".

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კომპანიაში 1 წლის განმავლობაში.

მადლობა დაინტერესებისთვის და ჩვენი კომპანია გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru