www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"ლოპოტა სპა რეზორტის" თბილისის გუნდში მატებაა!

ვეძებთ გონებაგახსნილ და ენერგიულ მარკეტინგული პროექტების მენეჯერს.

შენი საქმიანობა მოიცავს:

** ყოველწლიური PR და მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შემუშავებას მარკეტინგის გუნდთან ერთად
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმის, პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას
** ბრენდის მოთხოვნების იდენტიფიცირება და ინტეგრირებული საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებას მარკეტინგის გუნდთან ერთად
** "ლოპოტას" და მისი აუთლეთების ბრენდბუქზე მუშაობას
** სასტუმროს ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას მარკეტინგის გუნდთან ერთად
** მიმდინარე კამპანიების ბრიფების შემუშავებასა და კამპანიების აღსრულებას სარეკლამო სააგენტოებთან თუ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით
** ბეჭდურ მედიასთან ურთიერთობას
** პრეს-ტურების დაგეგმვას, განხორციელებას და ანალიზს
** საკომუნიკაციო პლატფორმის კვლევას
** ნიუს-ლეთერების და პრეს რელიზების მომზადებას და მედიასთან ურთიერთობას
** ეფექტური შიდა საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელებას
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადებას.

რას ვითხოვთ:

** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას
** მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილებას
** შემოქმედებით მიდგომას - ვეძებთ გადაწყვეტებს და არა პრობლემებს!
** მოქნილობას და პროდუქტიულობას
** რუსული და ინგლისური ენის კარგ ცოდნას
** გუნდური მუშაობის უნარს.

რას გპირდებით:

** დინამიურ და საინტერესო საქმეს
** გუნდურ მუშაობას
** დამატებით ბენეფიტებს: დაზღვევა და კორპორატიული ნომერი, Friends and Family Rates
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.

თუ დაინტერესდი, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: vacancy@lopota.ge

არ დაგავიწყდეს, ელფოსტის სათაურში მიუთითო ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru